TRON
TRX

TRON

ღირებულება
ყიდვა
გაყიდვა
გადარიცხვის საკომისიო
0.8822 ₾
0.815 ₾
3 TRX

TRON-ის სტატისტიკა

ვაჭრობის მოცულობა (24სთ) error

$483,044,211.24

FVD error

$29,911,362,881.34

მოცულობა/მარკეტკაპის თანაფარდობა (24სთ) error

0.0161

ჯამური მიწოდება error

94827837423.053464 TRX

მიმოქცევაში მყოფი მიწოდება error

94827839629.716764 TRX

TRON-ის შესახებ

TRX არის TRON-ის ბლოკჩეინის ეკოსისტემის კრიპტოაქტივი, რომელიც სისწრაფითა და დაბალი საკომისიოებით გამოირჩევა. TRON 2017 წლიდან არსებობს და მისი შემქმნელია ჯასტინ სანი.

TRX გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადახდისთვის, ასევე ეკოსისტემის მმართველობაში მონაწილეობის მისაღებად. ქსელი პოპულარულია ისეთ სტაბილკოინების გადარიცხვებისთვის, როგორიცაა USDT. TRX ფართოდ გამოიყენება გადახდებში, დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში (dApps) და დეცენტრალიზებულ ფინანსებში (DeFi). ქსელში 1 ბლოკის გამოსვლის საშუალო დრო 3 წამია, რაც TRON-ს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ბლოკჩეინად აქცევს და ტრანზაქციების სწრაფ დამუშავებას უზრუნველყოფს.

დაბალი საკომისიო, სისწრაფე და ხელმისაწვდომობა TRON-ს აქცევს მნიშვნელოვან მოთამაშედ დეცენტრალიზებული ციფრული ეკონომიკის განვითარებაში.

ბლოკჩეინი: TRON
შექმნის წელი: 2017
კონსენსუსის მექანიზმი: Delegated Proof of Stake (DPoS)*
ბლოკის გამოსვლის საშუალო დრო: ≈ 3 წამი
ნომინალები:
TRX ძირითადი ერთეული
SUN = 0.000001 TRX (TRON-ის ყველაზე პატარა ერთეული; 1 TRX = 1,000,000 SUN)
მაქსიმალური რაოდენობა: არ არის ფიქსირებული
* კონსენსუსის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები თავიანთ „დასტეიკებულ" ოდენობას ანდობენ შერჩეულ ვალიდატორებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბლოკების შექმნაზე და ქსელის უსაფრთხოებაზე.