Shiba Inu (SHIB) არის კრიპტოაქტივი, რომელიც „მიმკოინების" კატეგორიას მიეკუთვნება. SHIB 2020 წელს შეიქმნა, როგორც დეცენტრალიზებული ექსპერიმენტი კრიპტოსივრცეში. მისი შემქმნელი ანონიმია, ფსევდონიმით Ryoshi.
SHIB თავდაპირველად შეიქმნა Ethereum-ის ბლოკჩეინზე ტოკენის სახით, აქედან გამომდინარე, ის თავსებადია დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან (dApps). დღეს Shiba Inu უკვე სრულფასოვანი ეკოსისტემაა, რომელიც მოიცავს ShibaSwap დეცენტრალიზებულ ბირჟასა და დამატებით ტოკენებს.
SHIB ხელმისაწვდომია რამდენიმე ბლოკჩეინზე, მათ შორის, Ethereum, BNB და სხვა. ტრანზაქციების საკომისიო, დამუშავების სისწრაფე და ბლოკის გამოსვლის დრო დამოკიდებულია ქსელზე.
1 ბლოკის გამოსვლის საშუალო დრო Ethereum-ის ქსელში: ≈ 12 წამი
1 ბლოკის გამოსვლის საშუალო დრო BNB-ის ქსელში: ≈ 3 წამი
მისი ხელმისაწვდომობა, აქტიური კომუნა და სუბკულტურა SHIBA INU-ს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ „მიმკოინად" აქცევს.